თავში

ერაყში საპროტესტო აქციების მესამე დღეს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ერაყში საპროტესტო აქციების მესამე დღეს დაღუპულთა რიცხვი იზრდება
ერაყში საპროტესტო აქციების მესამე დღეს დაღუპულთა რიცხვი იზრდება

ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში, კომენდანტის საათის მიუხედავად, ანტისამთავრობო დემონსტრაციები მესამე დღეა გრძელდება. უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და საბრძოლო ვაზნები გამოიყენეს. სამართალდამცავებთან დაპირისპირებას უკვე 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის პოლიციელებიც. საპროტესტო ტალღა გავრცელდა სხვა ქალაქებსაც, განსაკუთრებით შიიტებით დასახლებულ რაიონებში.

ბოლოდ დღე-ღამის განმავლობაში დაპირისპირებას ქალაქ დივანიაში ორი პოლიციელი და აქციის ორი მონაწილე ემსხვერპლა. სამი ადამიანი ბაღდადში დაიღუპა, ერთი კი ქალაქ ჰილაში. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეიარაღებული ძალების ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს.

საპროტესტო აქციების დაწყების მიზეზი უმუშევრობა და მთავრობაში არსებული კორუფცია იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც დემონსტრაციის დარბევისას სამართალდამცველებმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს და ადამიანები დაიღუპნენ, აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების შეცვლა მოითხოვეს.

არეულობები ერაყში შიიტების პილიგრიმობამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო. ამ დროს დაახლოებით 20 მილიონი მორწმუნე ერაყის სამხრეთით, ქალაქ კარბელაში, მეჩეთში, სალოცავად ფეხით მიემგზავრება. არეულობის გამო დროებით დახურა ირანთან საზღვარი,რომელსაც პილიგრიმები იყენებენ. ბაღდადში კომენდანტის საათი გრძელდება, ქუჩაში გადაადგილების უფლება მხოლოდ მოგზაურებს, აეროპორტში მიმავალ ხალხს, სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეებს და სამედიცინო პერსონალს აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system