თავში

ერაყში საპროტესტო აქციებზე ათობით დემონსტრანტი დაშავდა

​ერაყში საპროტესტო აქციებზე ათობით დემონსტრანტი დაშავდა
ერაყში საპროტესტო აქციებზე ათობით დემონსტრანტი დაშავდა

ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში, სახელისუფლებო ძალებთან დაპირისპირებისას, ათობით ერაყელი დაშავდა. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გზების გათავისუფლება და დემონსტრანტების დაშლა ძალის გამოყენებით სცადეს.

რამდენიმეკვირიანი სიმშვიდის შემდეგ, ანტისახელისუფლებო აქციები ერაყის დიდ ქალაქებში ისევ განახლდა. ბაღდადში, ტაიარანის მოედანზე, აქციის მონაწილეებმა პოლიციელების მანქანებს ქვები და ცეცხლმოკიდებული ბენზინის ბოთლები დაუშინეს. დემონსტრანტებმა ქალაქებში ნასირიაში, ქერბალასა და ამარუში ცეცხლმოკიდებული საბურავებით ქუჩები გადაკეტეს. მოსახლეობის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდულ-მაჰდიმ დაპირება არ შეასრულა, მათ შორის, არც ხალხისთვის მისაღები ახალი მთავრობის ფორმირება მოახდინა. 

მასობრივი გამოსველი ერაყში გასული წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო, მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობა, როგორც თავად აცხადებენ, უკიდურესად კორუმპირებული ხელისუფლების ცვლილებას და სიღატაკის დასაძლევად, სოციალურ-ეკონომიკურ რეფორმებს ითხოვენ. ~

1 ოქტომბრიდან დღემდე, ანტისახელისუფლებო გამოსვლებს ერაყში 450-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system