თავში

ერაყში საპროტესტო აქციის 5 მონაწილე მოკლეს

ერაყში საპროტესტო აქციის 5 მონაწილე მოკლეს
ერაყში საპროტესტო აქციის 5 მონაწილე მოკლეს

ერაყის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში,  ქალაქ ნასირიაში, საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის დაპირისპირებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის შედეგად კიდევ 175 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ასევე დაშავდა მათი ძალების სულ მცირე 57 წარმომადგენელი.

აქციის მონაწილეები გუბერნატორის გადაყენებას და 2019 წელს მოკლული მომიტინგეების საქმეზე დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system