თავში

ერაყში შეტაკებებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

​ერაყში შეტაკებებს 11 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყში შეტაკებებს 11 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში, ქალაქ ნაჯაფში შეტაკებებს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი ას-სადრეინის მოედანზე, დემონსტრანტებსა და შიიტური პოლიტიკოსის და რელიგიური ლიდერის, მუქთადა ალ-სადრის მომხრეებს შორის მოხდა. დაშავებულია 71 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში მიიყვანეს.

საპროტესტო აქციები ერაყში 2019 წლის ოქტომბრიდან იმართება. მონაწილეები ქვეყნის მთავრობის გადადგომას, კორუფციასთან და უმუშევრობასთან ბრძოლას, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. აქციების, შეტაკებებისა და არეულობების შედეგად, ერაყის პრეზიდენტის, ბაჰრამ სალეჰის თქმით, 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 50 ათასზე მეტი დაშავდა.

ეს ქვეყანაში 2003 წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system