თავში

ერაყში ტერაქტს 1 ადამიანი ემსხვერპლა და 12 დაიჭრა

ერაყში ტერაქტს 1 ადამიანი ემსხვერპლა და 12 დაიჭრა
ერაყში ტერაქტს 1 ადამიანი ემსხვერპლა და 12 დაიჭრა

ერაყის დედაქალაქში აფეთქება მოხდა. ტერორისტული აქტი ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში, ჰაბიბის რაიონში ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო დამონტაჟებული. ტერაქტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა და 12 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ინფორმაციას Yahoo news ავრცელებს.

აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ იქვე მდგომი 5 მანქანა დაიწვა. ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში ტერორისტული აქტები, 2017 წელს ისლამური სახელმწიფოს დამარცხების შემდეგ, შედარებით იშვიათად ხდება. წინა ტერაქტი 2021 წ იანვარში მოხდა, რასაც 30 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.

ერაყში დღეს კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. დედაქალაქში ტერაქტს წინ უძღოდა ერაყის ქურთისტანის რეგიონში ქალაქ ერბილის აეროპორტის მახლობლად ამერიკულ ბაზაზე დრონით განხორციელებული შეტევა. სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა ქურთულმა მხარე აიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system