თავში

ერდოღანი აცხადებს, რომ პენსს და პომპეოს არ შეხვდება

​ერდოღანი აცხადებს, რომ პენსს და პომპეოს არ შეხვდება
ერდოღანი აცხადებს, რომ პენსს და პომპეოს არ შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ანკარაში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრას არ გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „სქაი ნიუსი“ ავრცელებს. როგორც ერდოღანმა მედიასაშუალებას განუცხადა, მაიკ პენსი და მაიკ პომპეო თავიანთ კოლეგებს შეხვდებიან.

„მე არ ვაპირებ მათთან საუბარს. ისინი თავიანთი რანგის პირებთან გამართავენ მოლაპარაკებებს. როდესაც ტრამპი ჩამოვა აქ, მაშინ ვისაუბრებ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ობრაიანი შედიან, თურქეთში დღეს, გვიან ჩავლენ. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი პრეზიდენტ ერდოღანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system