თავში

ერდოღანმა Charlie Hebdo-ს უჩივლა

ერდოღანმა Charlie Hebdo-ს უჩივლა
ერდოღანმა Charlie Hebdo-ს უჩივლა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფრანგულ სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-ს შეურაცხმყოფელი კარიკატურისთვის უჩივლა. განცხადებაში, რომლიც პრეზიდენტის ადვოკატმა ჰუსეინ აიდინმა წარადგინა, ნათქვამია, რომ სატირული ჟურნალის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია არ შეესაბამება ჟურნალისტიკის მორალურ და ეთიკურ პრინციპებს, ასევე სიტყვის თავისუფლების გაგებას და თურქეთის ლიდერის პატივსა და ღირსებას ლახავს.

Charlie Hebdo-მ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის კარიკატურა პარიზსა და ანკარას შორის კრიზისის ფონზე გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში ერდოღანი ნახევრად შიშველია, იგი სავარძელში ზის და ერთი ხელით გამაგრილებელ სასმელს სვამს, მეორე ხელით კი მოახლეს კაბას უწევს. კარიკატურას აქვს მინაწერი : "ერდოღანი პირად ცხოვრებაში ძალიან ცელქია". ამის პასუხად თურქეთის ლიდერმა თქვა, რომ ისლამის მტრები, "სიძულვილისა და მტრობის ჭაობში დაიხრჩობიან".

ორ ქვეყანას შორის ვითარების გამწვავება საფრანგეთში დატრიალებულ ტრაგედიას მოჰყვა. 47 წლის სამუელ პატს, გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის, წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის რუსეთის მოქალაქემ აბდულაჰ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა. მომხდართან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა. მაკრონმა ფაქტს მწვავე შეფასებები მისცა, მხარი დაუჭირა გამოხატვის თავისუფლებას და ქვეყანაში ”განმანათლებლური ისლამის” შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system