თავში

ერდოღანი 15-16 ივნისს აზერბაიჯანს ეწვევა

ერდოღანი 15-16 ივნისს აზერბაიჯანს ეწვევა
ერდოღანი 15-16 ივნისს აზერბაიჯანს ეწვევა

ბრიუსელში ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა და აზერბაიჯანის პარლამენტში სიტყვით გამოვა.

ერდოღანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში ისტორიული გამარჯვებით აზერბაიჯანმა 30-წლიანი ოკუპაცია დაასრულა.

"ნატო-ს სამიტის შემდეგ აზერბაიჯანს ვესტუმრები. თურქულ-აზერბაიჯანული ძმობა რეგიონის მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია. მთიან ყარაბაღში ისტორიული გამარჯვებით აზერბაიჯანმა 30-წლიანი ოკუპაცია დაასრულა. ამ გამარჯვებამ რეგიონში სტაბილურობას და მშვიდობას ჩაუყარა საფუძველი. იმ მიწას ვესტუმრები, რომელზეც სწორედ გამარჯვება იქნა მიღწეული, ჩემს ძმა ილჰამ ალიევთან ერთად ჩავალ შუშაში, სადაც თურქული სამყაროსთვის ისტორიული პიროვნებები აღიზარდნენ. შემდეგ კი, დედაქალაქ ბაქოში, თურქეთის ნაკრების თამაშს ალიევთან ერთად ვუყურებ", - განაცხადა ერდოღანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ შუშაში ვიზიტის დროს ორმხრივი შეხვედრები გაიმართება, სადაც თურქულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი და მათი შემდგომი გაღრმავება იქნება განხილული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system