თავში

ერდოღანი: ამ დროისთვის თურქეთში 5 მილიონი ლტოლვილი იმყოფება

​ერდოღანი: ამ დროისთვის თურქეთში 5 მილიონი ლტოლვილი იმყოფება
ერდოღანი: ამ დროისთვის თურქეთში 5 მილიონი ლტოლვილი იმყოფება

ამ დროისთვის თურქეთში 5 მილიონი ლტოლვილი იმყოფება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა გლობალური სამიტზე განაცხადა, რომელიც ლტოლვილთა საკითხებზე ჟენევაში იმართება.

„ქვეყნები, რომელთაც უფრო დიდი შესაძლებლობები აქვთ, ლტოლვილების მიღებაზე ლიმიტებს აწესებენ. ჩვენ ყველა მივიღეთ, ყოველგვარი დისკიმინაციის გარეშე. ევროკავშირი შეგვპირდა, რომ 6 მილიარდ ევროს გამოყოფდა, რათა თურქეთი ამ პრობლემას გამკლავებოდა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ორი მილიარდი მივიღეთ“, - განაცხადა ერდოღანმა.

სამიტი გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მიგრანტებისა და დევნილების დასახმარებლად ძალისხმევა უნდა გააერთიანოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system