თავში

ერდოღანი ბაიდენთან 1,4 მილიარდი დოლარის დაბრუნებას განიხილავს

​ერდოღანი ბაიდენთან 1,4 მილიარდი დოლარის დაბრუნებას განიხილავს
ერდოღანი ბაიდენთან 1,4 მილიარდი დოლარის დაბრუნებას განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტი რაჯეფ თაიფ ერდოღანი აპირებს, ამერიკელ კოლეგასთან, ჯო ბაიდენთან განიხილოს აშშ-ის მიერ 1,4 მილიარდი დოლარის დაბრუნება, რადგან ავიაგამანადგურებლები F-35 ანკარას არ მიუღია. ამის შესახებ შესახებ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას DAILY SABAH ავრცელებს.

ერდოღანის თქმით, ამერიკელ კოლეგას ის გლაზგოში, შოტლანდიაში შეხვდება, სადაც COP26 კლიმატის სამიტია დაგეგმილი.

"მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება F-35, რაშიც ჩვენ 1,4 მილიარდი დოლარი გადავიხადეთ. ყველაზე დაბალ დონეზე გვაქვს ინფორმაცია, რომ აშშ, სავარაუდოდ, აპირებს ამ ვალის F-16-ით გადახდას. მართალია თუ არა ეს, ამას ბაიდენისგან გავიგებთ. თუ ეს ასეა, მაშინ, ალბათ, საკითხის მოგვარების გზაზე ამ გზას მივყვებით“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

მანამდე, 23 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა აშშ-სგან F-16 თვითმფრინავების შეძენის პროცედურა დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system