თავში

ერდოღანი და მერკელი ლიბიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ

​ერდოღანი და მერკელი ლიბიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ
ერდოღანი და მერკელი ლიბიაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, იგი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად, ლიბიაში შექმნილი ვითარების განხილვას გეგმავს. მერკელი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება.

„იმედი მაქვს, რომ ქალბატონ მერკელთან ერთად, ორი ქვეყნის ურთიერთობასა და ლიბიაში არსებულ ვითარებას განვიხილავთ და გარკვეულ შედეგებამდე მივალთ“, განაცხადა ერდოღანმა.

ანგელა მერკელის თურქეთში ვიზიტს წინ უძღოდა ბერლინში, ლიბიის თემაზე გამართული შეხვედრა, რომელშიც 16 ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის და თურქეთის ლიდერები, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და გაეროს ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. სამიტის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დაიცავენ ლიბიისთვის შეიარაღების მიწოდების აკრძალვას.

ლიბიის კონფლიქტთან დაკავშირებული მომდევნო სამიტი, რომლის გრძელვადიანი პროგრამა „სუვერენული ლიბია“, ხოლო მანამდე, „შიდა შერიგების“ პროცესის მიღწევაა, ბერლინში, თებერვლის დასაწყისში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system