თავში

ერდოღანი ევროპას ლიბიის კონფლიქტში მხარდაჭერას სთხოვს

ერდოღანი ევროპას ლიბიის კონფლიქტში მხარდაჭერას სთხოვს
ერდოღანი ევროპას ლიბიის კონფლიქტში მხარდაჭერას სთხოვს

თურქეთი ლიბიაში საერთაშორისოდ აღიარებულ მთავრობას სამხედრო მხარდაჭერას უწევს და კონფლიქტის დასრულებისთვის, პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ევროპას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

"იმის გათვალისწინებით, რომ ევროპა ნაკლებადაა დაინტერესებული ლიბიის სამხედრო დახმარებით, მათი მხრიდან თურქეთის მხარდაჭერა სწორი არჩევანი იქნება, რომელმაც დახმარების პირობა უკვე დადო", - აცხადებს ერდოღანი. "ჩვენ გავწვრთვნით ლიბიურ ძალებს და დავეხმარებით ტერორიზმთან, ტრეფიკინგთან და სხვა საფრთხეების წინააღდმეგ ბრძოლაში," დაამატა თურქეთის პრეზიდენტმა. 

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განცხადება ბერლინის სამიტის ჩატარებამდე გააკეთა. სამიტზე გერმანია და გაერთიანებული ერები შეეცდება ლიბიელი ამბოხებულები, რომლებიც დედაქალქ ტრიპოლის აღებას ცდილობენ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაზე დაითანხმონ. 

შეგახსენებთ, რომ ლიბიაში 2011 წელს მუამარ კადაფის სიკვდილის შემდეგ მუდმივი არეულობაა. ორ დაპირისპირებულ მხარეს კი ზურგს ერთის მხრივ თურქეთი, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთი უმაგრებს. აღნიშნული ქვეყნის ლიდერები, ლიბიის ამბოხებულ გენერალ, ხალიფა ჰაფტართან და გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობის ხელმძღვანელ, ფაიეზ სარაჯთან ერთად გერმანიაში იმყოფებიან და კონფლიქტის გადაჭრას შეეცდებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system