თავში

ერდოღანი: ლიბიაში კსკ "ვაგნერის" 2 ათასი მებრძოლია

​ერდოღანი: ლიბიაში კსკ "ვაგნერის" 2 ათასი მებრძოლია
ერდოღანი: ლიბიაში კსკ ვაგნერის 2 ათასი მებრძოლია

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ლიბიაში კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" 2 ათასი მებრძოლი იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

"რისთვის და რატომ არიან ლიბიაში 5 ათასი დაქირავებული მებრძოლი სუდანიდან და კსკ "ვაგნერის" 2 ათასი მებრძოლი? რას აკეთებენ ისინი იქ?", - იკითხა ტუნისში ვიზიტით ჩასულმა ერდოღანმა ქვეყნის პრეზიდენტთან, კაის საიედთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერეციაზე.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობას მხარს უჭერს, და არა ამბოხებულ სამხედრო მაღალჩინოსან ხალიფა ჰაფთარს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system