თავში

ერდოღანი "ლოქდაუნიდან" გამოსვლას აანონსებს

​ერდოღანი "ლოქდაუნიდან" გამოსვლას აანონსებს
ერდოღანი ლოქდაუნიდან გამოსვლას აანონსებს

თურქეთი "ლოქდაუნიდან" გამოსვლას 17 მაისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთში "ლოქდაუნი" 29 აპრილს 19:00-ზე გამოცხადდა და 17 მაისის 05:00-მდე იმოქმედებს. ორგანიზაციების და დაწესებულებების უმეტესობა დაიხურა. საქალაქთაშორისო მოგზაურობებისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო. ამასთან, კომენდანტის საათი ტურისტებზე არ ვრცელდება.

"პანდემიაზე კონტროლის დამყარებით, რამადანის დასრულების შემდეგ ჩვენ კონტროლირებადი ნორმალიზაციისკენ ნაბიჯებს გადავდგამთ. ჩვენ ამ სენის მოცილება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლომდე ვაპირებდით, მაგრამ პანდემიის ახალმა ტალღებმა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე იმოქმედა. ჩვენ იძულებულები ვიყავით, ახალი შეზღუდვები დაგვეწესებინა", - განაცხადა ერდოღანმა რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით ტელემიმართვაში.

მისი თქმით, თურქეთის ხელისუფლებამ იცის პრობლემების შესახებ, რომელსაც განიცდიან ისინი, ვისი მუშაობაც პანდემიის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა და უახლოეს მომავალში ამ პრობლემებს აღმოფხვრის.

Worldometers-ის ცნობით, პანდემიის დაწყებიდან თურქეთში კორონავირუსის 5,059,433 შემთხვევა დადასტურდა, 43,589 ადამიანი გარდაიცვალა, 4,766,124 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system