თავში

ერდოღანი: მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უადგილოა

​ერდოღანი: მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უადგილოა
ერდოღანი: მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უადგილოა

გვინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ ოკუპირებული მიწების გათავისუფლების საკითხში ჩვენი ძმების, აზერბაიჯანელების გვერდით ვართ , - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მისი თქმით, 30 წლის მანძილზე მინსკის სამეული - აშშ, საფრანგეთი და რუსეთი ამ პრობლემის იგნორირებას ახდენს.

"ამის გამო, მოთხოვნები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უადგილოა. ჯერ ოკუპანტებმა ეს მიწები უნდა დატოვონ. ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები მოუთმენლად ელოდებიან საკუთარ მიწებზე დაბრუნებას. ამის შესახებ მაკრონთან და პუტინთან შეხვედრაზე ვთქვი. მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოა. მოვიდა შედეგების მიღწევის დრო. თურქეთი და აზერბაიჯანი - ორი ქვეყანა, ერთი ერია, ამიტომ ჩვენ აზერბაიჯანელი ძმებისთვის ყველანაირი დახმარების აღმოჩენას გავაგრძელებთ", - განაცხადა ერდოღანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system