თავში

ერდოღანი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში მართავს

​ერდოღანი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში მართავს
ერდოღანი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში მართავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში პირველად მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქვეყნის მთავრობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ მდგომარეობას აფასებს და მისი გავრცელების პრევენციისთვის ახალ ზომებს განიხილავს. მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი ხალხს მიმართავს.

29 მარტს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 9217 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 131 ადამიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system