თავში

ერდოღანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავალი გახდეს

​ერდოღანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავალი გახდეს
ერდოღანი მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავალი გახდეს

თურქეთი იმედოვნებს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობას მიღებს და ამ თემის განხილვას მოსკოვსა და კიევთან გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

”ჩვენ რეგიონში მშვიდობის დამყარების მომხრე ვართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე, პირველ რიგში, ყირიმელ თურქებს ეხება. ჩვენ არაერთხელ განვიხილეთ ეს საკითხები მეგობარ რუსეთთან და განსაკუთრებით ბატონ პუტინთან. გვინდა, რომ ეს რეგიონი არ იყოს ტერიტორია, რომელშიც ომი დომინირებს. დაე, ამ ტერიტორიაზე სამომავლოდ მშვიდობა სუფევდეს, გვინდა ამ საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულება პოზიტიურ ჭრილში განვავითაროთ“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, თურქეთის ამ მოლაპარაკებებს როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან განავითარებს.

"ამ საკითხის მოგვარებაში მონაწილეობა გვინდა", - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system