თავში

ერდოღანი: სხვა ქვეყნების აზრი ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს

ერდოღანი: სხვა ქვეყნების აზრი ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოა
ერდოღანი: სხვა ქვეყნების აზრი ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებსაც არ შეუძლიათ ებრძოლონ  ისლამოფობიას თავიანთ ტერიტორიებზე, თურქეთს სუვერენული უფლების გამოყენების გამო აკრიტიკებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Analodu ავრცელებს.

"თურქეთმა გადაწყვიტა აია-სოფიას სტატუსის შეცვლა და მეჩეთად გადაკეთება, ხალხის სურვილისა და ნების საფუძველზე. სხვა ქვეყნების მოსაზრებას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს გადაწყვეტილებებზე”, - აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

მანამდე, თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს ტაძრის სტატუსის შეცვლის უფლება მიენიჭა.

აია სოფიას ტაძარი ბიზანტიაში VI საუკუნეში აიგო, XV საუკუნეში ოსმალთა იმპერიამ ის მეჩეთად აქცია. ობიექტს აქამდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა და ის 1985 წლიდან UNESCO-ს ნუსხაშია შეტანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system