თავში

ერდოღანი ტერორიზმთან დაკავშირებული ადვოკატებისადმი კანონის გამკაცრებას ითხოვს

ერდოღანი ტერორიზმთან
ერდოღანი ტერორიზმთან დაკავშირებული ადვოკატებისადმი კანონის გამკაცრებას ითხოვს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტერორიზმთან რაიმე კავშირში მყოფი ადვოკატების საადვოკატო საქმიანობიდან ჩამოშორებას და ადვოკატთა კოლეგიიდან გარიცხვას ითხოვს. ამ ინიციატივით იგი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ადვოკატი ქალი ებრუ თიმთიქი 238 დღიანი შიმშილობის შემდეგ, სტამბულის საავადმყოფოში გარდაიცვალა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. თიმთიქის გარდაცვალების შემდეგ სტამბულის ადვოკატთა კოლეგიამ მისი ფოტო, პროტესტის ნიშნად, საკუთარი ოფისის ფასადზე გამოკიდა.

პროგრესული ადვოკატების ასოციაციის წევრ ებრუ თიმთიქს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2019 წლის მარტში "ტერორიზმთან დაკავშირებული" დანაშაულისთვის მიუსაჯეს. ბრალდება მას მოწმის განცხადების საფუძველზე გამოუტანეს, თუმცა, მოწმემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო, ჩვენება არ უნდა გაეთვალისწინებინათ.

თიმთიქთან ერთად სასამართლომ ასოციაციის კიდევ 18 ადვოკატს მიუსაჯა პატიმრობა.

ერდოღანის თქმით, ადვოკატთა კოლეგია, რომელიც მართლმსაჯულების ინსტიტუტი უნდა იყოს, ტერორისტული ორგანიზაციების უკანა ეზოდ გადაიქცა.

ადვოკატთა კოლეგიის წევრები ერდოღანის ინიციატივას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ეს კიდევ უფრო შეასუსტებს თურქეთში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system