თავში

ერდოღანი: თურქეთ-რუსეთის მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

​ერდოღანი: თურქეთ-რუსეთის მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ
ერდოღანი: თურქეთ-რუსეთის მონიტორინგის ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

ოკუპირებული ტერიტორიებისა და მთელი მთიანი ყარაბაღის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვულოცავ ყველა აზერბაიჯანელს, ჩემი ძმა ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

”შეთანხმების თანახმად, ყარაბაღის დარჩენილი ნაწილი ასევე დაუბრუნდება აზერბაიჯანს. ხელშეკრულების თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს 15 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნოს ქალბაჯარი, 20 ნოემბრამდე - აღდამისა და გაზახის რაიონები, 1 დეკემბრამდე კი ლაჩინი. 

უზრუნველყოფილი იქნება საკომუნიკაციო ხაზი აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, ამისათვის გზა აშენდება. გარდა ამისა, აშენდება გზა ხანქენდსა და სომხეთს შორის. 

თურქეთი წარმოდგენილი იქნება რუსეთთან ერთად იმ სამშვიდობო ძალებში, რომლებიც რეგიონში შეთანხმების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის მიზნით შეიქმნება. 

ამ დილით ხელი მოეწერა შეთანხმებას თურქეთ-რუსეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის შესახებ, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს განახორციელებს. ეს ცენტრი აზერბაიჯანის დეოკუპირებულ რეგიონში შეიქმნება”, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system