თავში

ერდოღანი თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, ფრანგულ საქონელზე უარი თქვან

​ერდოღანი თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, ფრანგულ საქონელზე უარი თქვან
ერდოღანი თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, ფრანგულ საქონელზე უარი თქვან

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში სიტყვით გამოსვლისას თურქეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ორ ქვეყანას შორის გამწვავებული ურთიერთობების ფონზე ფრანგული საქონლის შეძენაზე უარი თქვან.

"რადგან საფრანგეთში ისინი მოუწოდებენ, არ შეიძინონ თურქული საქონელი, ასევე ახლა მე მივმართავ ჩემს ხალხს: არავითარ შემთხვევაში არ დასდოთ პატივი, ნუ იყიდით ფრანგი მწარმოებლების საქონელს!” - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, "დაიცვან მუსლიმები საფრანგეთში, რომლებსაც თავიანთი რწმენის გამო დევნიან".

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 9 დეკემბერს გამოქვეყნდება დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით რესპუბლიკური ღირებულებების განმტკიცებისკენ იქნება მიმართული. მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთის მუსლიმთა საბჭოსთან ერთად აუცილებელია შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ”განმანათლებლური ისლამის” შექმნას. გამოსვლა უკავშირდებოდა იმ ფაქტს, რომ რადიკალმა ისლამისტმა მასწავლებელს თავი მოჰკვეთა იმისთვის, რომ მან წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურები აჩვენა.

თავის მხრივ, ერდოღანმა მაკრონს განუცხადა, რომ მან "ფსიქიკას უნდა უმკურნალოს". ამის შემდეგ საფრანგეთმა ანკარიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system