თავში

ერდოღანი: თურქეთს ლიბიაში ჯარი ჯერ არ გაუგზავნია

​ერდოღანი: თურქეთს ლიბიაში ჯარი ჯერ არ გაუგზავნია
ერდოღანი: თურქეთს ლიბიაში ჯარი ჯერ არ გაუგზავნია

თურქეთს ლიბიაში ჯარი ჯერ არ გაუგზავნია, იქ მხოლოდ თურქი სამხედრო მრჩევლები იმყოფებიან, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"ჩვენ იქ სამხედრო ძალას ახლავე არ ვაგზავნით. ჩვენ, უბრალოდ, იქ სამხედრო მრჩევლებისა და ინსტრუქტორების გუნდი გავაგზავნეთ", - განუცხადა ერდოღანმა თურქ ჟურნალისტებს, როდესაც ბერლინიდან ბრუნდებოდა. 

16 იანვარს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ლიბიაში ჯარის გაგზავნა დაიწყო. მანამდე მან განაცხადა, რომ თურქეთის მიზანი ლიბიაში კანონიერი ხელისუფლების მხარდაჭერაა.

შეგახსენებთ, რომ ბერლინში ლიბიისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვაზე შეთანხმდნენ.

ლიბიის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მორიგი კონფერენცია თებერვლის დასაწყისში იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system