თავში

ერდოღანი: უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტებზე თვალს ვერ დავხუჭავთ

ერდოღანი: უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტებზე თვალს ვერ დავხუჭავთ
ერდოღანი: უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტებზე თვალს ვერ დავხუჭავთ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, როგორც ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატი, თავს ევროპის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

”ჩვენ თავს ევროპის განუყოფელ ნაწილად ვთვლით... თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე განხორციელებულ შეტევებზე, ფარულ უსამართლობასა და ორმაგ სტანდარტებზე თვალს დავხუჭავთ”, - განაცხადა ერდოღანმა.

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის მიერ განხორციელებულმა საბურღმა სამუშაოებმა თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაპირისპირება გამოიწვია. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თურქეთის რიტორიკა კვიპროსთან დაკავშირებით ევროკავშირთან დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროკავშირი ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის საქმიანობის საკითხს დეკემბრის სამიტზე განიხილავს.

ერდოღანმა 22 ნოემბერს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირმა დანაპირები უნდა შეასრულოს. საუბარია მიგრანტების საკითხის მოგვარების სანაცვლოდ თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა დანაპირები შეასრულა და შეაჩერა მიგრანტთა ნაკადი ფინანსური დახმარებისა და შენგენის რეგიონში უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system