
”ბაიდენის მიერ თურქეთში არსებული ვითარების ანალიზი სრულ უგუნურებაზე, ამპარტავანობასა და თვალთმაქცობაზეა დაფუძნებული. თურქეთისთვის ბრძანებების მიცემის დრო დასრულდა. მაგრამ თუ კვლავ ფიქრობთ, რომ ამის გაკეთება შეგიძლიათ, სცადეთ. ამისთვის პასუხს აგებთ", - წერს კალინი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
ცნობისთვის, 2020 წლის დეკემბერში ბაიდენმა The New York Times–სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ერდოღანის მიმართ სრულიად განსხვავებულ პოზიციას დაიჭერს და მხარდაჭრას ოპოზიციას გამოუცხადებს.