თავში

ერდოღანმა 10 ქვეყნის ელჩების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადება მოითხოვა

ერდოღანმა 10 ქვეყნის ელჩების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადება მოითხოვა
ერდოღანმა 10 ქვეყნის ელჩების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოითხოვა

ერდოღანმა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს 10 ქვეყნის ელჩების "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადება დაავალა

თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს მისცა ინსტრუქცია, რაც შეიძლება სწრაფად გამოაცხადოს "პერსონა ნონ გრატად" იმ 10 ქვეყნის ელჩები, რომლებმაც, ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს.

იმ ელჩებს შორის, რომლებმაც თურქი აქტივისტის გათავისუფლება მოითხოვეს, თურქეთში აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის მისიების ხელმძღვანელებიც არიან.

ელჩებმა, რამდენიმე დღის წინ გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი ბიზნესმენისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ელჩები ამის გამო, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ბიზნესმენი ოსმან კავალა ოთხი წლის წინ დააკავეს. გამოძიება მას 2013 წელს საყოველთაო აქციების დაფინანსებასა და ორგანიზებას ედავება. გასულ წელს ის უდანაშაულოდ ცნეს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება წელს გაუქმდა და ბრალდებები სხვა საქმესთან, 2016 წლის გადატრიალების მცდელობასთან, გაერთიანდა.

ბიზნესმენის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო. ევროპის საბჭომ კი განაცხადა, რომ თურქეთის წინააღმდეგ სამართალწარმოების პროცესს დაიწყებს, თუკი კავალას არ გაათავისუფლებენ. ბიზნესმენის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე სასამართლოს მორიგი სხდომა 26 ნოემბერსაა ჩანიშნული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system