თავში

ერდოღანმა 1915 წელს დაღუპული სომხების ხსოვნას პატივი მიაგო

ერდოღანმა 1915 წელს დაღუპული სომხების ხსოვნას პატივი მიაგო
ერდოღანმა 1915 წელს დაღუპული სომხების ხსოვნას პატივი მიაგო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის სომეხთა ეპარქიის პატრიარქს, საად მაშალიანს წერილი მისწერა, რომლითაც 1915 წელს დაღუპული სომხების ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.

”პატივს მივაგებთ სომხების ხსოვნას, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში, რთულ ვითარებაში დაიღუპნენ, ვუსამძიმრებ მათ შვილიშვილებს”, - ვკითხულობთ ერდოღანის მიერ გაგზავნილ შეტყობინებაში.

თურქეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარკვეული წრეების მიერ [1915 წლის მოვლენების] პოლიტიზირებისა და ანკარაზე ზეწოლის ინსტრუმენტად გადაქცევის მცდელობები სარგებლის მომტანი არ ყოფილა. 

”ჩვენი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ამ მიწებზე მშვიდობიანად ცხოვრობდა. თურქებისა და სომხების თანაცხოვრების კულტურა, რომელიც ასობით წლის განმავლობაში ვითარდებოდა და მაგალითი იყო მთელი კაცობრიობისთვის, დავიწყებას არ უნდა მივცეთ”, - აღნიშნა ერდოღანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system