თავში

ერდოღანმა აია-სოფიას ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი

ერდოღანმა აია-სოფიას ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი
ერდოღანმა აია-სოფიას ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.

მანამდე თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ გააუქმა 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პრეზიდენტს ტაძრის სტატუსის შეცვლის უფლება მიენიჭა. 

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, თურქეთი აია-სოფიას ტაძარში შეინარჩუნებს ქრისტიანულ ხატებს. მისივე თქმით, ტაძრის მეჩეთად გადაკეთება არ ნიშნავს, რომ ის ტურისტებისთვის ჩაიკეტება.

თურქეთის ხელისუფლება აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა.

აია სოფიას ტაძარი ბიზანტიაში VI საუკუნეში აიგო, XV საუკუნეში ოსმალთა იმპერიამ ის მეჩეთად აქცია. ობიექტს აქამდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა და ის 1985 წლიდანUNESCO-ს ნუსხაშია შეტანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system