თავში

ერდოღანმა აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი მიიღო

ერდოღანმა აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი მიიღო
ერდოღანმა აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი მიიღო

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიღო დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის, ქამრან ალიევის ხელმძღვანელობით.

ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

გენერალურმა პროკურორმა მადლიერება გამოხატა მასპინძლობისა და გულთბილი მიღებისთვის, ისევე როგორც თურქეთის მორალური მხარდაჭერისთვის, რომელიც ქვეყანამ აზერბაიჯანის მიმართ 44-დღიანი ომის განმავლობაში გამოავლინა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მეგობრული და ძმური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ყველა მიმართულებით, მათ შორის, სამართალდამცავი სფეროებში. ხაზი გაესვა სხვადასხვა დონეზე ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომი განმტკიცებისთვის.

ვიზიტის დროს აზერბაიჯანის დელეგაციამ ანკარაში ჰეიდარ ალიევის პარკი მოინახულა, მისი ძეგლი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system