თავში

ერდოღანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრა

​ერდოღანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ერდოღანმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრა

"ჩვენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლების უწყვეტი გადაადგილება უზრუნველვყავით", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ათათურქის აეროპორტში მე-12 სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ანკარა-სივასის მიმართულებით ექსპრეს მატარებელი ამოქმედდება. მისივე თქმით, ბევრ მარშრუტზე მუშაობა გრძელდება.

"ჩვენ საავტომობილო გზის სიგრძე 1717-დან 3,532 კმ-მდე გავზარდეთ. 2023 წელს საავტომობილო გზის სიგრძე 4100 კმ-მდე გაიზრდება. გვირაბების საერთო სიგრძე 50-დან 631 კმ-მდე, ხიდებისა კი - 311-დან 710 კმ-მდე გავზარდეთ. აეროპორტების რაოდენობა 26-დან 56-მდე გაიზარდა, ხოლო ფრენების რაოდენობა 50-დან 127 ქვეყანაში და 329 მიმართულებით“, - დასძინა ერდოღანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system