თავში

ერდოღანმა იერუსალიმის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებებს "ტერორი" უწოდა

ერდოღანმა იერუსალიმის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებებს "ტერორი" უწოდა
ერდოღანმა იერუსალიმის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებებს ტერორი უწოდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბას, იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან მომხდარი დაპირისპირების შესახებ, ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.

ერდოღანმა იერუსალიმის წინააღმდეგ ისრაელის ქმედებებს "ტერორი" უწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელის მოქმედებებმა იერუსალიმში არა მხოლოდ მუსლიმების, არამედ მთლიანად კაცობრიობას დიდი ტკივილი მიაყენა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ყველაფერს პალესტინაში ისრაელის მიერ ტერორისა და ოკუპაციის პოლიტიკის დასრულების მიზნით ყველაფერს გააკეთებს.

იერუსალიმში დაპირისპირება პოლიციასა და პალესტინელებს შორის მესამე დღეა გრძელდება. იერუსალიმში არეულობა ისრაელის ხელისუფლების გეგმას უკავშირდება, რომელიც 70-ზე მეტი პალესტინელი ოჯახის გასახლებას აპირებს. ამ გადაწყვეტილებას პალესტინელი აქტივისტები აპროტესტებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system