თავში

ერდოღანმა, მაკრონმა და მერკელმა იდლიბში არსებული სიტუაცია განიხილეს

​ერდოღანმა, მაკრონმა და მერკელმა იდლიბში არსებული სიტუაცია განიხილეს
ერდოღანმა, მაკრონმა და მერკელმა იდლიბში არსებული სიტუაცია განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან სატელეფონი საუბარი გამართა, რომლის დროს მხარეებმა იდლიბში არსებული სიტუაცია განიხილეს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერდოღანმა სირიის არმიის თავდასხმების შეწყვეტის აუცილებლობაზე ისაუბრა.

"მისი თქმით, იდლიბში სირიის რეჟიმისა და მისი მომხრეების აგრესია უნდა შეწყდეს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან ასაცილებლად კონკრეტული მოქმედებების გზით მტკიცე მხარდაჭერაა საჭირო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ერდოღანმა ჰანაუში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და დაგმო თავდასხმა, რომლის მოტივი ქსენოფობია და მუსულმანების დისკრიმინაცია იყო.

მხარეებმა ასევე ლიბიის საკითხებზე ისაუბრეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system