თავში

ერდოღანმა რომის პაპს "ისრაელის ხოცვა-ჟლეტაში" ჩარევა სთხოვა

​ერდოღანმა რომის პაპს "ისრაელის ხოცვა-ჟლეტაში" ჩარევა სთხოვა
ერდოღანმა რომის პაპს ისრაელის ხოცვა-ჟლეტაში ჩარევა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რომის პაპს, ფრანცისკეს "ისრაელის მიერ პალესტინელების ხოცვა-ჟლეტის" დასრულებაში დახმარება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Hürriyet Daily News ავრცელებს.

"პალესტინელები ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლნი მომავალშიც გახდებიან, თუ საერთაშორისო საზოგადოება ისრაელს სანქციებით არ დასჯის", - განაცხადა ერდოღანმა

თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ პაპის გზავნილებს ქრისტიანული სამყაროსა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტი მაისის დასაწყისში გამწვავდა. მაშინ ისრაელის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ იერუსალიმში რამდენიმე არაბული ოჯახის გასახლება დაიწყო, რამაც პალესტინელების მხრიდან არეულობები და პროტესტი გამოიწვია. 10 მაისს სიტუაციაში "ჰამასი" ჩაერთო, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 10 მაისიდან ღაზას სექტორიდან 3150 რაკეტა იყო გაშვებული, რომლიდანაც 460 თავად ანკლავში ჩამოვარდა. ამასთან, სამხედროების ცნობით, საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ "რკინის გუმბათი" ჭურვების 90 პროცენტი გაუვნებელყო.

16 მაისის მონაცემებით, ისრაელში ვითარების ესკალაციას 10 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი დაიჭრა. ანკლავში აცხადებენ, რომ დაღუპულია 200-ზე მეტი პალესტინელი და 1,2 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system