თავში

ერევანში ათი ათასკაციანი მიტინგი მიმდინარეობს

ერევანში ათი ათასკაციანი მიტინგი მიმდინარეობს
ერევანში ათი ათასკაციანი მიტინგი მიმდინარეობს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, პარლამენტის წინ დაახლოებით ათი ათასი ადამიანია შეკრებილი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. 

აქციის მონაწილეების მოთხოვნას ასევე წარმოადგენს, პრეზიდენტმა ხელი არ მოაწეროს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას გენერალური შტაბის უფროსის დათხოვნის შესახებ. 

პარლამენტთან სომხეთის უსაფრთხოების ძალები არიან მობილიზებულები, თუმცა აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს. უსაფრთხოების ძალებმა გადაკეტეს მთავარ გამზირზე შესასვლელი და პარლამენტის შენობასთან გალავნის გასწვრივ არიან განლაგებულნი.

10 ნოემბრის შემდეგ სომხეთში საპროტესტო აქციები განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ოპოზიცია პრემიერს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებში ადანაშაულებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system