თავში

ერევანში ოპოზიცია მასშტაბურ აქციას მართავს

ერევანში ოპოზიცია მასშტაბურ აქციას მართავს
ერევანში ოპოზიცია მასშტაბურ აქციას მართავს

ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.

მიტინგი მოძრაობის "სამშობლოს გადასარჩენად" მიერ არის ორგანიზებული, რომელიც დაახლოებით 20 პოლიტიკურ ძალას აერთიანებს. 

10 ნოემბრის შემდეგ სომხეთში საპროტესტო აქციები განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ოპოზიცია პრემიერს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებში ადანაშაულებს.

თავად ფაშინიანი აცხადებს, რომ მზად არის გადადგეს იმ პირობით, თუ ძირითადი ოპოზიციური ძალები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ მემორანდუმზე თანხმობას განაცხადებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system