თავში

ერევანში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ერევანში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
ერევანში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

ერევანში, პარლამენტის შენობასთან, ოპოზიციის მიტინგი მიმდინარეობს, რომელსაც დაახლოებით 2 ათასი ადამიანი ესწრება. დემონსტრაციის ადგილას სამართალდამცავები არიან მობილიზებულები, თუმცა ამ ეტაპზე აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის რეზიდენციასთან გადაინაცვლებენ, სადაც უსაფრთხოება უკვე გაძლიერებულია.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი, რომელმაც მანამდე მისი გადადგომა მოითხოვა. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მოთხოვნა მისი გადადგომის შესახებ სამხედრო გადატრიალების მცდელობაა. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობას არ შეუძლია, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები ხალხისთვის კრიზისულ ვითარებაში. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენერალური შტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის დათხოვნის თაობაზე გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა კი ქვეყნის პრეზიდენტს არმიის გენშტაბის უფროსის გადადგომის მოთხოვნით მეორედ მიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system