თავში

ერევანში შენობა ჩამოინგრა, არიან დაშავებულები - VIDEO - PHOTO

ერევანში შენობა ჩამოინგრა, არიან დაშავებულები
ერევანში შენობა ჩამოინგრა, არიან დაშავებულები - VIDEO - PHOTO

სომხეთის დედალაქალაქში დღეს დილით საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რის შემდეგ შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე ადამიანი ამოიყვანეს. ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცს კიდურების და სხეულის სხვა ნაწილების დამწვრობა აღენიშნება, ის რეანიმაციაში და მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მისი მდგომარეობა მძიმეა. ქალს მოტეხილობები და ნაკაწრები აღენიშნება. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ნანგრევებიდან ორი ახალშობილი ამოიყვანეს. ჯამში 19 ადამიანი გადარჩა. ერთი ამ დრომდე ნანგრევებში რჩება. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ფოტო და ვიდეომასალას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system