თავში

კალიფორნიაში ქალაქი იძირება

​კალიფორნიაში ქალაქი იძირება
კალიფორნიაში ქალაქი იძირება

ფერმერთა ქალაქი კორკორანი - კალიფორნიაში მიწაში იძირება. ცვლილებები ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის არ იყო ადვილად შესამჩნევი, თუმცა ისინი NASA-ს თანამგზავრებმა დააფიქსირეს. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

ბოლო 14 წლის განმავლობაში, ქალაქის ზოგიერთი ადგილი 3,5 მეტრის სიღრმეზე ჩაეშვა ქვემოთ. სპეციალისტების აზრით, აღნიშნული პროცესი გამოწვეულია მიწისქვეშა ქანების წყლისგან დაცლით, რაც მიწის დაჯდომას იწვევს.

ექსპერტების თქმით, ქალაქი ყოველწლიურად რამდენიმე სანტიმეტრიდან - 0,6 მეტრამდე სიღრმემდე ჩადის ქვემოთ, თუმცა ეს სახლებისა და მაცხოვრებლებისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მათი აზრით, მომდევნო 19 წლის განმავლობაში, მიწის დონე კიდევ 1,8 მეტრიდან 3,4 მეტრამდე ჩაიწევს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისქვეშა ქანების გამოშრობა გამოწვეულია სახნავ-სათესი ფართობების მორწყვის მიზნით განხორციელებული დიდი ოდენობით წყლების მიწიდან ამოტუმბვისაგან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system