თავში

ერთ-ერთ სახლში წყლის ონკანიდან ალკოჰოლი წამოვიდა

​ერთ-ერთ სახლში წყლის ონკანიდან ალკოჰოლი წამოვიდა
ერთ-ერთ სახლში წყლის ონკანიდან ალკოჰოლი წამოვიდა

ერთ-ერთი მრავალბინიანი სახლის 18 ოჯახმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის მიმართა. მათი თქმით, ისინი ვერც ბანაობენ და ვერც წყალს სვამენ, რადგან ონკანიდან ალოჰოლი მოდის. შემთხვევა ინდოეთში, ქალაქ ტრისურში მოხდა.

მოსახლეობის თქმით, ჯერ მთელს სახლში ალკოჰოლის სუნი დადგა, მეორე დღეს კი ონკანებიდან "ლიქიორისა და წყლის ნაზავი წამოვიდა".

აღმოჩნდა, რომ 6 წლის წინ შენობასთან ახლოს ბარი გაიხსნა. აქედან ინსპექტორებმა კანონის გვერდის ავლით შეტანილი 6000 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი ამოიღეს და სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდეგ მისი განადგურების უფლება მიიღეს. ინსპექტორებმა ჩათვალეს, რომ ამოღებული სასმელის განადგურებისთვის ტერიტორიის მოსაძებნად დრო არ უნდა დაეკარგათ, ბარის ტერიტორიაზე დიდი ორმო ამოთხარეს და აქ 6000 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი ჩაღვარეს. ალკოჰოლი წყალმომარაგების სისტემაში მოხვდა და წყალს შეერია.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაზარალებული მოსახლეობისთვის წყალმომარაგების ალტერნატიული საშუალება უკვე უზრუნველყო და ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system