
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 3-დან 9 იანვრამდე პერიოდში მსოფლიოში კორონავირუსით 15 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.
გასული კვირის განმავლობაში COVID-19-ით 15 453 286 ადამიანი დაინფიცირდა, რაც წინა შვიდ დღესთან შედარებით 55%-იან ზრდას აჩვენებ. შემთხვევების უმეტესობა კვლავ ევროპაში ფიქსირდება. ზრდამ 31% შეადგინა. განსაკუთრებით მაღალი ციფრები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და დასავლეთ წყნარ ოკეანეშია. აფრიკაში კი ავადობა ერთ კვირაში 11%-ით შემცირდა.
გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 43 461 ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 308 458 509 შემთხვევა და გარდაცვალების 5 492 595 შემთხვევაა დაფიქსირებული. COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების უმეტესობა აშშ-ში ფიქსირდება - 59 848 136. შემდეგ მოდის ინდოეთი (35 875 790) და ბრაზილია (22 523 907). აშშ-ში ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა - 831 548, მეორე ადგილზეა ბრაზილია (619 981), მესამეზე - ინდოეთი (484 213).