თავში

"დარჩით სახლში!"- ვარსკვლავების ემოციური მიმართვა - VIDEO

"დარჩით სახლში!"- ვარსკვლავების ემოციური მიმართვა - VIDEO
დარჩით სახლში!- ვარსკვლავების ემოციური მიმართვა - VIDEO

რობერტ დე ნირომ, დენი დევიტომ და ბენ სტილერმა  ვიდეო-მიმართვა ჩაწერეს და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. 

"დარჩი სახლში, რათა გადაარჩინო თავიც და ახლობელი მოხუცი ადამიანებიც",-  ამ სლოგანით ჰოლივუდის მსახიობებმა ახალგაზრდებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს, რადგან მათი თქმით, სწორედ ამ გზით შეიძლება ვირუსის შეჩერება.

ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ახალგაზრდებს სთხოვეს უსაფთხოების ზომები დაიცვან, დარჩნენ სახლში, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, ეს ერთადერთი გზაა კორონავირუსის შეჩერების.

ვიდეო ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ ქუომომ გააზიარა სოციალურ ქსელში. როგორც ვარსკვლავებმა განაცხადეს, სწორედ გუბერნატორმა სთხოვა მათ, საკუთარი ფანებისთვის ვიდეო-მიმართვა ჩაეწერათ და ეთხოვათ, ყველანი სახლში დარჩნენ კორონავირუსის საფრთხის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system