თავში

ერთი წლის ბავშვი სროლის შედეგად გარდაიცვალა

ერთი წლის ბავშვი სროლის შედეგად გარდაიცვალა
ერთი წლის ბავშვი სროლის შედეგად გარდაიცვალა

ბრუკლინის პარკის მახლობლად 1 წლის ბიჭს თავდამსხმელებმა მუცელში ესროლეს. ის გარდაიცვალა.

ბავშვი იქვე მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში ცოცხალი გადაიყვანეს, თუმცა ექიმების თქმით, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბავშვის გარდა, თავდამსხმელებმა კიდევ სამ მამაკაცს ესროლეს. ისინი საავადმყოფოში იმყოფებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები მუქი ფერის ავტომობილიდან გადმოვიდნენ, დაზარალებულების პირდაპირ გაჩერდნენ და ცეცხლი გახსნეს. ეჭვმიტანილებმა სროლა ფეხის, ტერფისა და სახსრის არეში განახორციელეს.

პოლიციის თქმით, ბოლო დროს ბრუკლინში თავდასხმებმა და სროლებმა იმატა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system