თავში

ეს არ არის ცრუ განგაში - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ეს არ არის ცრუ განგაში - ჯანმო-ს ხელმძღვანელი
ეს არ არის ცრუ განგაში - ჯანმო-ს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ მომდევნო რამდენიმე თვე ძალიან რთული იქნება. 

გებრეისუსის თქმით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს რამდენიმე ქვეყანა ახლა სახიფათო გზას ადგას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიო ახლა კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების კრიტიკულ ეტაპზეა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ლიდერებს, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა თავიდან ავიცილოთ სიკვდილიანობა, ჯანდაცვის აუცილებელი სამსახურების ჩამოშლა და სკოლების ხელახლა დაკეტვა. ვიმეორებ იმას რაც თებერვალში ვთქვი, ეს არ არის ცრუ განგაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system