თავში

ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა - ჯანმო 27 წლის ექთნის გარდაცვალებას გამოეხმაურა

ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა - ჯანმო 27 წლის ექთნის გარდაცვალებას გამოეხმაურა
ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა - ჯანმო 27 წლის ექთნის გარდაცვალებას გამოეხმაურა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სუმია სვამინათანმა, რომელმაც საქართველოში "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის შემდეგ 27 წლის ექთნის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა დასძინა.

"გვესმის, რომ ეს იყო ანაფილაქსიის შემთხვევა, რომელიც ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციაა ვაქცინის კომპონენტზე და რომელიც სხვა ვაქცინების შემთხვევაშიც გამოვლინდა. იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევების მინიმალურ დონეზე შემცირება მოხდეს, რეკომენდებულია, პირველ რიგში, დავრწმუნდეთ, რომ ყველა ვაქცინა კეთდება ისეთ გარემოში, სადაც მედიკოსები არიან, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები, რომლებიც გჭირდებათ იმისთვის, რომ ვუმკურნალოთ ადამიანებს, რომლებსაც განუვითარდებათ მძიმე ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსიური შოკი. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, შეტყობინების გაგზავნა, რომ ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევები და ჩვენ ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი ფაქტები. როგორც წესი, ამის განკურნება შესაძლებელია, თუ ეს მოხდება სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც აღჭურვილია შესაბამისად", - განაცხადა მან.

მისი თქმით, მეორე საკითხი არის ის, რომ ის, ვინც ვაქცინას მიიღებს, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში უნდა მოხდეს მისი დაკვირვება. განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებსაც ანაფილაქსიის ისტორია აქვთ.

"აუცილებელია, ასეთ შემთხვევებში ვაქცინირებული ადამიანები დაკვირვების ქვეშ იყვნენ. სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ვაქცინაცია ტარდება ხელმისაწვდომი იყოს მედიკამენტები, მათ სამკურნალოდ, ვისაც ალერგიული რეაქცია ექნებათ და დავარწმუნოთ ადამიანები, რომ ვაქცინების სარგებელი აჭარბებს მათ რისკს", - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system