თავში

ესკობარის ბეჰემოთების ფეკალიები კოლუმბიის ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის

​ესკობარის ბეჰემოთების ფეკალიები კოლუმბიის ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის
ესკობარის ბეჰემოთების ფეკალიები კოლუმბიის ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის
© VICE News/YouTube

ნარკობარონ პაბლო ესკობარის მიერ ნაყიდი მეჰემოთები, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ ბუნებაში გაუშვეს, კოლუმბიის ეკოსისტემას საფრთხეს უქმნის. პორტალი indy100 წერს, რომ ცხოველების ფეკალიებით მდინარეებია სავსე, რის გამოც თევზებს ჟანგბადი არ ჰყოფნის.

ბეჰემოთების ფეკალიები და შარდი ტოქსიკურია და წყალსაცავებს წამლავს. შედეგად სხვა სახეობები წყალს ვერ სვამენ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ესკობარის ბეჰემოთები ქმნიან, მათი უკონტროლო გამრავლებაა. ეკოლოგების შეფასებით, 20 წლის შემდეგ მათი რიცხვი 1.5 ათასს მიუახლოვდება.

ეკოლოგები მათი სტერილიზაციის ინიციატივით გამოდიან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ეს დიდი ფინანსური ტვირთი იქნებოდა, ამიტომ მათი პოპულაციის შემცირება ერთადერთი გამოსავალია. ამასთან კოლუმბიაში ამ სახეობის დახოცვა ოფიციალურად აკრძალულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system