თავში

ესპანეთი ქუჩაში პირბადეების რეჟიმის გაუქმებას გეგმავს

​ესპანეთი ქუჩაში პირბადეების რეჟიმის გაუქმებას გეგმავს
ესპანეთი ქუჩაში პირბადეების რეჟიმის გაუქმებას გეგმავს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, სულ მალე მთავრობა გააუქმებს მოთხოვნას, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში, ღია სივრცეში პირბადეების ტარებას ითხოვს. ამის შესახებ Euractiv წერს.

"მალე ჩვენ ქუჩებში პირბადეებზე უარს ვიტყვით. რამდენიმე დღეში ჩვენ მივაღწევთ ზღვარს, როდესაც 15 მილიონ ესპანელზე მეტი ჩვენს ისტორიაში ვაქცინაციის ყველაზე მსხვილი კამპანიის ფარგლებში იმუნიზირებული იქნება", - განაცხადა სანჩესმა.

მისი თქმით, ვაქცინაციის კარგი პროგრესი პირბადეების რეჟიმის შემსუბუქების საშუალებას იძლევა.

"ვაქცინაციის მიზანი ზაფხულისთვის ესპანელების 70%-ის ვაქცინაციაა", - აღინშნა სანჩესმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system