თავში

ესპანეთი საკუთარ კოვიდვაქცინას ცდის

​ესპანეთი საკუთარ კოვიდვაქცინას ცდის
ესპანეთი საკუთარ კოვიდვაქცინას ცდის

ესპანეთის წამლის სააგენტომ ქვეყნის პირველი საკუთარი ვაქცინის ადამიანებზე კლინიკური ცდებისთვის ნებართვა გასცა. ინფორმაციას El Pais ავრცელებს.

ვაქცინა PHH-1V ესპანურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Hipra შექმნა. მისი განცხადებით, 2023 წლისთვის ვაქცინის 1,2 მილიონი დოზის წარმოება იგეგმება.

კვლევების პირველი ფაზის დროს PHH-1V-ს სხვა ავტორიზებული ვაქცინების მოქმედებას შეადარებენ. ამ ეტაპზე ცდებში მონაწილეობას 18-დან 30 წლამდე 30 მოხალისე მიიღებს.

ვაქცინას გატესტავენ მოხალისეებზე, რომელთაც კორონავირუსი არასოდეს გადაუტანიათ და COVID-19-ის საწინააღმდეგო არც ერთი ვაქცინა მიუღიათ.

ამასთან, მოხალისეებს არ ეცოდინება, მიიღეს რომელი ვაქცინა მიიღეს მათ - PHH-1V თუ სხვა პრეპარატი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system