
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმი ივლისის თვიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"ესპანეთს ტურიზმი ესაჭიროება, ტურიზმისთვის კი უსაფრთხოებაა საჭირო", - განაცხადა სანჩესმა.
ესპანეთის საზღვრები 14 მარტიდან ჩაკეტილია.
აპრილის მიწურულს, ესპანეთის ხელისუფლებამ ახალი კორონავირუსის შემაკავებელი ღონისძიებების მოხსნის ოთხეტაპიანი გეგმა წარადგინა. ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები უკვე მოიხსნა სხვადასხვა ქალაქებში.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ არ გაიზრდება, ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ ტემპს ივნისის ბოლოდან დაუბრუნდება.