თავში

ესპანეთი ვაქცინირებული ტურისტების მიღებას იწყებს

ესპანეთი ვაქცინირებული ტურისტების მიღებას იწყებს
ესპანეთი ვაქცინირებული ტურისტების მიღებას იწყებს

ესპანეთი ყველა ქვეყნიდან ტურისტების მიღებას იწყებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინიმათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ გავლილი. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მისივე თქმით, ტურისტებს ქვეყანაში შესვლა 7 ივნისიდან შეეძლებათ და დაიშვებიან ის პირები, რომლებსაც აცრები  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინებით აქვთ ჩატარებული.

ესპანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზად არის, ვაქცინაციის პასპორტები შემოიღოს. მთავრობის განცხადებით, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის ამოქმედებას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო კრიზისშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system