თავში

ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონში 70 000 ადამიანი კვლავ კარანტინშია მოთავსებული

ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონში 70 000 ადამიანი კვლავ კარანტინშია მოთავსებუ
ესპანეთის ერთ-ერთ რეგიონში 70 000 ადამიანი კვლავ კარანტინშია მოთავსებული

ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გალისიის რეგიონში, კორონავირუსის აფეთქების ახალი ტალღის გამო, 70 000 ადამიანი კვლავ კარანტინშია მოთავსებული. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მოსახლეობას, უსაფრთხოების მიზნით, სახლსი დარჩენისაკენ მოუწოდა.

ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელი სახლის დატოვება მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში, ისიც საჭირო ცნობის წარდგენის შემთხვევაში შეეძლებათ. ლუგოს პროვინციაში, გალიის რეგიონში კარანტინი პარასკევის ჩათვლით იმოქმედებს.  

რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევები, სავარაუდოდ, კატალონიიდან გავრცელდა, სადაც, შემთხვევების მატების გამო, ასევე კარანტინია გამოცხადებული.

კატალონიაში, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე, 200 000 ადამიანი იზოლაციაშია.

ესპანეთში სულ კორონავირუსის  205 545 შემთხვევა დადასტურდა, ეპიდემიის გავრცელებიდან დაავადებას  28 385 ადამიანი ემსხვერპლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system