თავში

ესპანეთის მოსახლეობის ნახევარი ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე წუხს

​ესპანეთის მოსახლეობის ნახევარი ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე წუხს
ესპანეთის მოსახლეობის ნახევარი ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე წუხს

ესპანეთის მოსახლეობის ნახევარს (46%) მიაჩნია, რომ კორონავირუსმა მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეარყია და ისინი სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენა. მონაცემები Open Evidence-ის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ესპანურმა ტელე და რადიოსამაუწყებლო კორპორაციამ (RTVE) გაავრცელა.

კვლევის შედეგების თანახმად, 10-დან 9 მოზარდ გოგონას საშუალო და სერიოზული სიმძლავრის შფოთვის შეგრძნება აქვს. ასეთი მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ესპანეთსა და ინდოეთში დაფიქსირდა. ამ ქვეყნების გარდა, გამოკითხვა აშშ-ში, ბრაზილიაში, ნიკარაგუაში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და ვიეტნამში ჩატარდა.

გამოკითხული მოზარდი გოგონების 62% მიიჩნევს, ყველაზე საშინელი, რაც პანდემიამ გამოიწვია, სკოლაში სიარულის აკრძალვა იყო. 19% პროცენტს ეშინია, რომ ისინი ისევ ვერ შეძლებენ განათლების მიღებას და სკოლაში სიარულს.

26% სერიოზულად განიცდის ოჯახის შემოსავლების დაკარგვას. გამოკითხულთა მხოლოდ 16%-მა აღნიშნა, რომ მათმა ოჯახებმა სახელმწიფოსგან გარკვეული დახმარება მიიღეს.

კორონავირუსით გამოწვეულმა მწვავე კრიზისმა, მკაცრმა კარანტინმა და შეზღუდვებმა ესპანეთის მოსახლეობაში სერიოზული შიშები გააჩინა, რაც მათ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისა და დამშვიდების საშუალებას არ აძლევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system